კულინარიული მრავალფეროვნებით გიმასპინძლებთ დღეს ოზურგეთი. ცენტრალურ მოედანზე ბავშვებისათვის მოწყობილია გასართობი სივრცეები, სადაც სპორტული შეჯიბრებები, მხიარული ვიქტორინები და შემეცნებითი თამაშები ტარდება.
საზეიმო ღონისძიებას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ნიკო ფიროსმანის ტილოების მიხედვით გაცოცხლებული პერსონაჟები. ცოცხალი ყვავილებით შექმნილი პანო და ფოტოგადაღების კუთხე – გახდი ფიროსმანის მაგიდის სტუმარი“.