საარჩევნო პროგრამების მოსახლეობისთვის წარდგენის პარალელურად, პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო აქტიურად ისმის კითხვა – ვის რა მიზანი აქვს რეალურად და როგორ განვითარდება მოვლენები 26 ოქტომბრის შემდეგ. ეს საკითხები მსჯელობის საგანია ქვეყნის გარეთაც, სადაც სხვადასხვა ფორმატსა და დისკუსიებში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ქართველი წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიცია რეალურად არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადება. ამის დასტური კი მათივე თქმით, ის კამპანიაა, რომელსაც ისინი ქვეყნის გარეთ აწარმოებენ. ხელისუფლებაში ამბობენ იმასაც, რომ ოპოზიციის ლიდერები ქვეყნის გარედან მიღებულ გეგმას მიჰყვებიან.
თამარ წიკლაურის რეპორტაჟი.