26 ოქტომბრის არჩევნები ევროკავშირის დღის წესრიგში

რიკარდ იოზვიაკის განცხადება, რომ – საბოლოოდ, ევროკავშირს მოუწევს ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“, რადგან დიდი არჩევანი არ აქვს და ევროკავშირისთვის პრობლემის ნაწილია ის, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე რეალური უდავო მტკიცებულება არ არსებობს – თბილისში კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ რომ დასავლეთის პოზიცია კონკრეტული და ცალსახაა მათ მხარდაჭერაში. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ევროკავშირში ნელ-ნელა გადააფასეს საქართველოში რეალური სიტუაცია და იოზვიაკის სტატია იმის დასტურია, რომ საბოლოოდ რაციონალური აზროვნება გაიმარჯვებს.

შეგახსენებთ, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, რომლებსაც ესაუბრა, ნამდვილად არის განცდა, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი მოთამაშეა. „საქართველოში საპარლამენტო არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, რომელიც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 54 პროცენტით მოიგო, მაგრამ რომელმაც ასევე გამოიწვია ოპოზიციის პროტესტი და პარლამენტის ბოიკოტი, ევროკავშირი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, როგორ უპასუხოს.