26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებებთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობის გარე გაფორმებას ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ის, რომ პარლამენტის შენობაზე ბანერები ევროკავშირის დროშის გამოსახულებით შარშან იყო და წელს არ არის, ხელისუფლების მიზანმიმართული ნაბიჯია ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. მმართველი გუნდი კი ოპოზიციას სპეკულაციებში სდებს ბრალს და განმარტავს, რომ ყოველწლიურად, საზეიმო ღონისძიებები თემატური ხაზითა და ნიშნით ეწყობა და დეკორაციაც შესაბამისად ყოველ წელს განსხვავებულია.