ქალაქ რუსთავში 26 მაისის ოფიციალური სადღესასწაულო პროგრამა, დღის ორი საათიდან ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენით გაიხსნა.
საზეიმო სივრცე სხვადასხვა საბავშვო-შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით არის დატვირთული. დამოუკიდებლობის სკვერის მიმდებარე მოედანზე, ქვეყნის თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი.