26 მაისს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი სამხედრო კომპონენტს უკავია. საქართველოს თავდაცვის ძალები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის განსაკუთრებით ემზადება. თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გენერალური რეპეტიცია დილიდან გაიარეს და საბოლოო დეტალებზე შეჯერდნენ.
დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე, დაახლოებით ერთ საათში, დღევანდელი ზეიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – ფიცის დადების ცერემონია დაიწყება.
როგორი განწყობაა თავისუფლების მოედანზე და დასრულდა თუ არა მოსამზადებელი სამუშაოები? – ანა ბროლაძის ჩართვა.