დღეს 26 მაისია – ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. მის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. ამავე წლის 26 მაისს მიიღეს „დამოუკიდებლობის აქტი“. თუმცა, დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმაც ცნეს, მხოლოდ სამი წელი იარსება, რასაც რუსული ოკუპაცია და 70 წლიანი საბჭოთა ისტორია მოყვა.