საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში დიასპორული კვირეული იმართება.
კვირეულის ფარგლებში 25 მაისს მანჰეტენზე, Green Bowling Park-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ.