25 წლის წინანდელ მოვლენებს დილიდან იხსენებენ გმირთა მოედანზე, რომელიც ყოველ 27 სექტემბერს ტრადიციული შეკრების ადგილია.
ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გვარებია ამოტვიფრული, დილიდან ხალხის ნაკადი არ წყდებოდა.
დაღუპულთა ახლობლებთან ერთად მემორიალთან მივიდნენ პოლიტიკოსებიც.
გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ დევნილებიც – ადამიანები, რომლებსაც საერთო ტრაგედია აერთიანებთ.