25 თებერვალი ლესია უკრაინკას დაბადების დღეა

25 თებერვალი ცნობილი უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას დაბადების დღეა. პოეტის დაბადებიდან 148 წელი გავიდა.

საიუბილეო დღის აღსანიშნად, სურამში ლესია უკრაინკას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინის განათლების მინისტრის მოადგილე და საქართველოში უკრაინის ელჩი დაესწრნენ.

განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, სურამში, უკრაინელი პოეტისა და მწერლის სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელებს.