23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა. თარიღი 1948 წლიდან აღინიშნება. მასობრივ ღონისძიებებში მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. წელს მასობრივი ოლიმპიური გარბენი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით „შიდა ქართლის სპორტული თამაშების” ფარგლებში, გორში გაიმართა. გარბენის მანძილი 5 კილომეტრი იყო და მასში მონაწილეობა რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან მიიღეს. ქალთა და კაცთა კატეგორიაში გამოვლენილ გამარჯვებულებს შესაბამისი პრიზები და სერტიფიკატები გადაეცათ.