ოპოზიციის საპროტესტო აქცია

ოპოზიციამ და მისმა თანამოაზრეებმა ჭავჭავაძის გამზირზე მესამე ღამე გაათენეს. მოთხოვნა უცვლელია – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მომიტინგეებსა და გამვლელებს შორის რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მოქალაქეების პრეტენზია გზის გადაკეტვას უკავშირდებოდა.

ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც აქციის მონაწილეებს თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდა, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა შეახსენა. საბოლოოდ ინციდენტები სამართალდამცავებმა აღკვეთეს.