შეთავაზება ტურიზმის სფეროში დასაქმებულებისთვის.
რეგიონებში საოჯახო გასტრონომიული სამასპინძლო ობიექტების მფლობელებს სპეციალურ პროგრამას სთავაზობენ. „მზეკარ” – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც გასტრონომიული ტურიზმის ხელშესაწყობად იწყება. ქსელში ჩასართავად დაინტერესებულმა პირებმა კონკრეტული პირობები და კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. ქსელში ჩართვის შემდეგ კი ობიექტებს მომსახურების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მხარდამჭერ აქტივობას შესთავაზებენ.