ვარდისფრად განათებული მთაწმინდის ანძა და ვარდისფერი სამკერდე ნიშნები – საქართველო ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების საერთაშორისო თვეს წელსაც უერთდება.
ერთთვიანი საინფორმაციო კამპანია არაერთ აქტივობას, შეხვედრას და ღონისძიებას მოიცავს. სკრინინგ-ცენტრებში მოქალაქეების მიმართვიანობის გასაზრდელად საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას და ისტორიებს ის ადამიანები გაუზიარებენ, რომლებმაც მკერდის კიბო უკვე დაამარცხეს ან მკურნალობის კურსს ახლა გადიან. ბოლო მონაცემებით, სკრინინგ-პროგრამებში ჩართულობის მაჩვენებელი დედაქალაქში გაზრდილია, თუმცა ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში.