საია აგრძელებს წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ამ დროისთვის იკვეთება საბიუჯეტო დაწესებულებიდან და საჯარო სკოლებიდან გათავისუფლების ფაქტები პოლიტიკური ნიშნით.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ოთხ კონკრეტულ საქმეზე მიუთითებს. იდენტიფიცირებული ოთხი შემთხვევიდან, სამი შეეხება საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს, მეოთხე კი სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებიდან ერთი პირის გათავისუფლებას.