2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. აბიტურიენტებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, აპელაციაზე 2023 წელს, წინა წლებთან შედარებით, ნაკლებმა აბიტურიენტმა შეიტანა განცხადება. მისი თქმით, 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292.

სოფიო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტებმა აუცილებელია, გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს, 18:00 საათზე იწურება.