ხვალ პარლამენტმა ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას უნდა უყაროს კენჭი.
2021 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. მიმდინარე წელთან შედარებით თითქმის მილიარდნახევრით არის შემცირებული შემოსავლები, თავდაპირველი 5%-იანი მაჩვენებლის ნაცვლად კი ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის 4.3%-იანი მაჩვენებელია ნავარაუდები. გაზრდილია საგარეო ვალის, ასევე ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, რასაც თავად მმართველ გუნდშიც სარისკო მაჩვენებლებად მიიჩნევენ. ხარჯების ნაწილში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლაზე, რისთვისაც მომავალ წელს მილიარდ 140 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.