პარლამენტი შენიშვნებს წერს. უახლოეს დღეებში საკანონმდებლო ორგანო მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს შესასწორებლად დაუბრუნებს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტი უკვე დაიწუნა ოპოზიციამ. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ არ მოხვდა დოკუმენტში პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები და რატომ იზრდება საგარეო ვალები. ოპოზიციას მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც აეჭვებს. ცალკეული შენიშვნები აქვთ უმრავლესობის წევრებსაც. პირველადი პროექტით, 2021 წელს მთავრობა 17 მილიარდი ლარის დახარჯვას აპირებს, პრიორიტეტულ სფეროებად კი ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურა რჩება.