2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით, რეგიონებში შეხვედრები გრძელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა, შეხვედრა რაჭის მუნიციპალიტეტში გამართა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა დაესწრო. ილია ბეგიაშვილმა 2020 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დასაფინანსებელი პროექტების წინასწარი პრეზენტაცია წარადგინა.