2020 წლის ბიუჯეტი - პრემიერის განცხადება

პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განსახილველად ემზადება.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის წინასწარი ვერსია საკანონმდებლო ორგანოში ოქტომბრის დასაწყისში შევა. ჯერ უცნობია, რა თანხით განისაზღვრება 2020 წლის ბიუჯეტი, რადგან მთავრობა კონკრეტულ თანხებს, პროგრამებს და საბიუჯეტო პარამეტრებს ჯერ ისევ გეგმავს და ამუშავებს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ პრიორიტეტები.

მომავალ ფინანსურ დოკუმენტში აქცენტი სოციალურ პროგრამებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ბიუროკრატიის შემცირებაზე გაკეთდება.