2020 წელს ჯაპანიდან-ლანჩხუთის ცენტრამდე მისასვლელი ახალი გზა გაიხსნება
სამტრედია-გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, 2020 წელს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მონაკვეთი, ჯაპანიდან-ლანჩხუთის ცენტრამდე მისასვლელი ახალი გზა გაიხსნება. ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის სამი სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზისმე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.