პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს განიხილავენ. საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი 12 მილიარდ 729 მილიონ 700 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 270 მილიონ 200 ათასი ლარით აღემატება 2018 წლის ბიუჯეტს. საპარლამენტო ოპოზიციას ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან კითხვები ექნება, რატომ არ ეზრდება მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს პენსია, ასევე ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, არასაკმარისი ზრდა არის ჯანდაცვის კუთხით სხვადასხვა პროგრამაში.