პარლამენტის თავმჯდომარესა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მწვავდება.
ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შესაფასებლად გამართული კონფერენცია ახალი ურთერთბრალდებებით დასრულდა. უფლებადამცველები ირაკლი კობახიძის იმ განცხადებამ გააღიზიანა, სადაც მან ქვეყანაში არსებულ სამოქალაქო სექტორს სუსტი უწოდა. პარლამენტის სპიკერმა მესამე სექტორის ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორად გამოაცხადა.
პასუხად უფლებადამცველებმა კობახიძეს ბოლო არჩევნებზე დაწერილი საერთაშორისო ანგარიშები შეახსენეს.
არ არის გამორიცხული, რომ სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების აღსაკვეთად რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მომზადდეს.