მოამბე 2017 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამებას განაგრძობს. რა გამოწვევების წინაშე იყო სხვადასხვა ქვეყანა, უკვე თითქმის გასულ წელს. პოლიტიკური ამბიციები და ახალი ლიდერები, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგს ცვლიან. რეფერენდუმები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მსოფლიოს ყველაზე მთავარი გამოწვევა ტერორიზმი.
2017 ყველაზე მძიმედ სტამბულში დაიწყო, სადაც ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმას 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წლის მთავარი მსოფლიო მოვლენებს თამთა რუხაძე შეგვახსენებს.