2017 წლის ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს „სამართლიანი არჩევნების” მიერ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ გამოვლენილ ძირითად მიგნებებსა და ტენდენციებს.
ორგანიზაციამ ასევე წარმოადგინა რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის კანონმდებლობისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
„სამართლიანი არჩევნების” რეკომენდაციის მიხედვით, პარლამენტმა უნდა დაიწყოს მსჯელობა ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ, რისთვისაც უნდა შეიქმნას ინკლუზიური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები მიიღებენ.
ორგანიზაციის წევრების შეფასებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში მთელი რიგი ხარვეზები გამოიკვეთა.