კახეთში ალოობა დაიწყო.
ადგილობრივები წელს ხორბლის და ქერის მოსავლის მკვეთრ ზრდას ელოდებიან. გაუმჯობესებულია ხარისხიც. მოსავლის აღების პროცესში სპეციალურ ინოვაციურ ტექნიკას იყენებენ, რომელიც მინდვრების გადაწვის მავნე პრაქტიკას შეამცირებს. ახლა მთავარი საზრუნავი მარცვლეულის კარგ ფასში გაყიდვაა. ფერმერებს იმედი აქვთ, რომ, წინა წლებისგან გასხვავებით, პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ.