„ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 200 მილიონი დოლარით დაეხმარება“, – ამის შესახებ წერია მემორანდუმში, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს. დოკუმენტს ჯო ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა. შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დამატებით იარაღსა და აღჭურვილობას მოიცავს, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერზე“ დაწერა. ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მოიტანს იმას, რომ შტატების ჯამური დახმარება უკრაინის უსაფრთხოებისთვის მილიარდ 200 ათასს დოლარს გადააჭარბებს, 2021 წლის იანვრის შემდეგ“, – დაწერა ბლინკენმა „ტვიტერზე“.