20 ივნისის მოვლენებზე საერთო აზრის მქონე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის უთანხმოების მიზეზი ნიკა მელიას განცხადება ხდება. საუბარია ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ მოწოდებაზე.
„ევროპულ საქართველოში“ მელიას მწვავედ აკრიტიკებენ, თუმცა გამონაკლისია გიგი უგულავა, რომელიც თანაგუნდელების პოზიციას გაემიჯნა. პარალელურად 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. აღნიშნულს ეთანხმებიან „ევროპულ საქართველოშიც“.