თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულების, ვალერიან გელაშვილისა და კახა ღავთაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
ბრალდების მხარემ ორი ექსპერტი გამოკითხა. პროკურორის განცხადებით, ექსპერტებმა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დაადასტურეს, რომ კონკრეტულ ჩანაწერებში მითითებული პირები არიან ბრალდებულები.
დაცვის მხარის განმარტებით, მოწმეების მიერ დადასტურებული ინფორმაციით გაირკვა გამოძიების ხარვეზი. ვახტანგ იაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე გამოძიების დაწყებიდანვე უდავოდ არ ხდიდა ბრალდებულების აქციაზე ყოფნას.
კახა ღავთაძე და ვალერიან გელაშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიება მათ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ვალერიან გელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო კახა ღავთაძეს პატიმრობა აქვს შეფარდებული.