20-21 ივნისის საქმე

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულების, ვალერიან გელაშვილისა და კახა ღავთაძის სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს და საქმის გარემოებებზე ისაუბრეს. დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბრალდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. კახა ღავთაძე და ვალერიან გელაშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიება მათ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ვალერიან გელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო კახა ღავთაძეს პატიმრობა აქვს შეფარდებული.