20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელის, ლევან იმერლიშვილის საქმის განხილვა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
პროცესზე დაცვის მხარემ სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა და სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი აღკვეთი ღონისძიების შეცვლია ითხოვა. დაცვის პოზიციას არ იზიარებს ბრალდების მხარე. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულს საჭირო სამედიცინო დახმარების მიღება პენიტენციურ დაწესებულებაშიც შეუძლია. სწორედ ამ შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე ამ წუთებში.
ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მან გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.