20 -21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე, საკანონმდებლო ორგანოს მსჯელობა საშემოდგომო სესიაზე მოუწევს. საკითხზე, პარლამენტში დადგენილების სამი პროექტია შესული. აქედან, ერთი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, მეორე -„ნაციონალურ მოძრაობას“ , მესამე კი – „ევროპულ საქართველოს“. ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს კვლავ აყენებს და მოითხოვს რუსი დეპუტატის, გავრილოვის თავმჯდომარეობით ჩატარებული ასამბლეის სხდომა შეფასდეს როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღდეგ მიმართული აქტი.
უმრავლესობა საკუთარ დოკუმენტში ყურადღებას კონსტიტუციური წესრიგის დარღევევის მცდელობასა და საზოგადოების უსაფრთოხების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე ამახვილებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიციის მხრიდან პარლამენტში შეჭრის აღსაკვეთად გამოყენებული ძალა იყო პროპორციული. უმრავლესობა შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, დროულად დასრულდეს გამოძიება.