20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება კიდევ ერთი მუხლით დაიწყო.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მასობრივი ძალადობის ორგანიზების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისა და ხელში ჩაგდების მცდელობასაც იძიებს.
საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ მოპოვებული მტკიცებულებებისა და მოწმეების ჩვენებების გაცნობის შემდეგ გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ცალკეული პირები გეგმავდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და პარლამენტის შენობაში შეჭრა ამ გეგმის პირველი ნაწილი იყო, რასაც უნდა მოჰყოლოდა დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის სხვა ნაწილებშიც.
თემის დეტალები „მოამბეში“.