20-21 ივნისის აქციის საქმეზე, პასუხისგებაში მიეცა შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი
20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული აქციის მონაწილის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი.
პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა, გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე.