20-21 ივნისის აქციის საქმე - არასამთავრობოების განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები, 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულებისთვის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.  განცხადებას ხელს 17 ორგანიზაცია აწერს. მათი თქმით, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო პირებისთვის მიყენებული დაზიანებების ფაქტებზე გამოძიება სწრაფად და ეფექტურად არ მიმდინარეობს. განცხადების ხელისმომწერების პოზიციით, პროკურატურის არგუმენტი, რომ კონკრეტული პირების დაზარალებულად ცნობის საშუალებას კანონმდებლობა არ იძლევა, სიმართლეს არ შეესაბამება, როდესაც მიყენებული ზიანი სახეზეა.