სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს 20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული ოთხივე პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. ადვოკატები ამ დროისთვის უკვე საქმის მასალებს ეცნობიან. ადვოკატების ნაწილს შსს-ში საქმის მასალები დღეს გადასცეს. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ერთ-ერთი ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.