2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორთან ერთად სკოლის მოსწავლეებს ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ლაბორატორიაში უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ თუ როგორ მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ლაბორატორიული კვლები.

მტკვრის დაცვის დღე  კოალიცია „მტკვარ-არაქსის“ ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. ეს დღე უკვე 18 წელია აღინიშნება.