საქართველოდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600 რეისის შესრულება. აქედან საქართველოდან ევროპაში და პირიქით, განსახორციელებელი ფრენები 18%-ს, გალფის ქვეყნებთან – 17%-ს, რუსეთთან – 13%-ს, დანარჩენ ქვეყნებთან ჯამურად – 52%-ს შეადგენს.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საავიაციო ბაზარზე შემოვიდა ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, ასევე, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ოპერირება განაახლა ავსტრიულმა ავიაკომპანიამ და დაიწყო თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამაც. ზაფხულის სეზონზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფრენებს 11 ავიაკომპანია 38 მიმართულებით განახორციელებს.