აჭარის მთავრობის სხდომა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმდინარე წელი შეაჯამა და 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძემ მისი გუნდის პრიორიტეტად ადამიანებზე ზრუნვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა დაასახელა. მის თქმით, პროექტ „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ მშენებლობა 12 მისამართზე მიმდინარეობს, პარალელურად ხდება ავარიული სახლების გამაგრება, რაც შეეხება ოცნების ქალაქს, პირველი ეტაპი უახლოეს პერიოდში დასრულდება. მან ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზეც ისაუბრა.