ზამთრის 22-ე საქველმოქმედო ბაზრობა

ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით ზამთრის 22-ე საქველმოქმედო ბაზრობა მოეწყო. ღონისძიებაში საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი მეწარმეები და ხელოვანები მონაწილეობენ. ბაზრობაზე მისულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს საელჩოების მიერ შეთავაზებული პროდუქცია, ასევე, დაათვალიეროს და შეიძინოს ქართველი მეწარმეებისა და ხელოვანების მიერ შესრულებული ნაკეთობები, დააგემოვნოს ბაზრობაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი და გემრიელი სამზარეულო. ღონისძიებიდან შემოსული თანხა ორგანიზაციის საქველმოქმედო პროექტებს მოხმარდება.