საქართველოში ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ვენეციის კომისიის მიერ მოსაზრების მომზადების პროცესსა და პროცედურებზე, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის რეგულარული კომუნიკაციის მნიშვნელობას კანონპროექტის მომზადებისა და მიღების ყველა ეტაპზე.
თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის სასამართლოს საკითხებსა და საარჩევნო თემატიკას შეეხო საუბარი ვენეციის კომისიის გენერალური მდივნის, კომისიის ექსპერტებისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრაზე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, სასმართლოსთან დაკავშირებულ დასკვნასთან მიმართებით, არის საკითხები მიზანშეწონილობის ნაწილში, სადაც მმართველი გუნდი რეკომენდაციებს არ მიჰყვება, რაზეც განმარტებებიც დელეგაციის წარმომადგენლებმა მიიღეს. ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ გაცემულ ახალ 9 რეკომენდაციაში ვენეციის კომისიის მოსაზრებების გათვალისწინება ერთ-ერთ პუნქტადაა მითითებული.