„ხალხის ძალის“ განცხადება

 „ხალხის ძალა“ ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრებს განცხადებით ეხმაურება. დღეს საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენულია, როგორც არასდროს და დამოუკიდებლობის განმტკიცების ხარჯზე ახერხებს მშვიდობის, ეროვნული ინტერესების დაცვასა და შენარჩუნებას. ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრამ ჩვენი ეროვნული სიამაყის განცდა კიდევ ერთხელ გააღვიძა, მილიარდნახევრიანი მოსახლეობისა და მსოფლიოს მეორე, 20-ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს თანასწორი მიღება გაუმართა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია, მიღწეული იყოს ისეთივე შიდაპოლიტიკური გარდატეხა, როგორსაც საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიაღწია.