მიმდინარე კვირას გამოქვეყნებულმა IRI-ის ახალმა კვლევამ პოლიტიკურ პარტიებს ახალი თავსატეხი გაუჩინა, ნაწილი გაერთიანების გეგმას სახავს, ნაწილისთვის კი კვლევა იმის მანიშნებელია, რომ პოლიტიკურ აქტორებს ბევრი სამუშაო აქვთ. კვლევის შედეგებს არ ენდობა მმართველი გუნდი და არგუმენტად გასული წლების მაგალითებს ასახელებს. „ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ გამოკითხვის მიხედვით, წინა კვლევასთან შედარებით შემცირებულია „ქართული ოცნების“ რეიტინგი, მცირედით გაზრდილია „ნაციონალური მოძრაობის“. ამავე კვლევის მიხედვით ირკვევა ისიც, რომ გაცილებით დიდია იმ ამომრჩევლების რაოდენობა, რომლებიც ზოგადად პარტიებს არ ენდობა, 80%-ს კი პოლიტიკაში ახალგაზრდების ხილვა სურს.
ახალი კვლევის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გაერთიანების იდეით გამოვიდა და მათი თანამოაზრე ახალ სტრატეგიაში „სტრატეგია აღმაშენებელია“, გაერთიანებას არ ემხრობიან სხვა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები. საინტერესოა, როგორ აპირებს სხვების გაერთიანებას პარტიის ახალი თავმჯდომარე მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილის არჩევიდან მალე, თავად „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიციური პარტიები ვერ თანხმდებიან, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პერსპექტივა და ამ არჩევნებში მათი შანსია, თუკი ის საერთოდ ჩატარდა, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოუდგენია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში.
თამარ წიკლაური დეტალებით.