ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტოსადგური რეგულაციების ქვეშ მოექცევა.
წლების განმავლობაში უკონტროლო სფეროზე კონტროლი წესდება. მთავარ პრობლემებად ანტისანიტარია, სამგზავრო გრაფიკების არ არსებობა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა სახელდება. მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სადგურების მფლობელები ვალდებულები ხდებიან, რომ საქმიანობის ნებართვის მისაღებად ინფრასტრუქტურა გამართონ და ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი მოაწესრიგონ, სხვა შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიას ვერ მოიპოვებენ.