„180 მილიონი დოლარის ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს წყალმომარაგების სექტორს და მენეჯმენტის ხარისხობრივ განვითარებას“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ონლაინდისკუსია გამართა „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორთან და „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურ დირექტორთან. „აქუალიამ“ GWP-ის 80%-იანი წილი შეიძინა. დანარჩენი 20%-იანი წილის ფლობას კვლავ „საქართველოს კაპიტალი“ განაგრძობს. ონლაინშეხვედრაზე ხაზი გაესვა ესპანეთსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს.