სიახლე ავტომობილების დაზღვევის სფეროში

სიახლე ავტომობილების დაზღვევის სფეროში. ნებისმიერი მძღოლი ვალდებული გახდება, რომ მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა დააზღვიოს.

მინიმალური პაკეტის ღირებულება ჯერ უცნობია, თუმცა პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში თვიურად გადასახდელი თანხა დაახლოებით 12 ლარს შეადგენდა. სადაზღვევო პოლისებით გათვალისწინებული მინიმალური თანხა სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით გასხვავებული იქნება. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის განხილვებში სფეროს ექსპერტები, სადაზღვევო კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან ჩართულები.