საჩხერეში სახალხო დღესასწაული „საჩხერლობა 2022“ აღინიშნება

საჩხერეში სახალხო დღესასწაული „საჩხერლობა 2022“ აღინიშნება. ღონისძიებები ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციით დაიწყო.
სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის ქანდაკება განთავსდა და მოეწყო დასასვენებელი სივრცე. ასევე გაიხსნა ახლადრეაბილიტირებული სკვერი „მოდი ნახეს“ ციხის მიმდებარედ. კულტურულ, სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის სპორტული მიღწევების გამოფენა. ასევე, გაიმართა საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. საზეიმო ღონისძიებებს კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.