17 პოლიტიკური პარტია სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს ხელი ერთობლივ მიმართვას მოაწერეს. ისინი ითხოვენ, საჩივარს პრიორიტეტი მიენიჭოს და დაჩქარებულ ვადებში განიხილონ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნულ სარჩელს არამარტო სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მათი თქმით, 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს, რაც მასშტაბით გაყალბებას უტოლდება. საჩივრების განხილვაზე კი ყველა ინსტანციამ უარი განაცხდა. დოკუმენტი სტრასბურგში კვირის ბოლოს გადაიგზავნება.