17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მსვლელობები გაიმართა. დილიდან ტაძრებში აღევლინა პარაკლისი, რომლის შემდგომაც მოქალაქეებმა სასულიერო პირებთან ერთად მსვლელობით შემოიარეს ამბროლაურის და ონის ცენტრალური ქუჩები და ტაძრები.