„კავკასიის ველო ქსელის“ ინიციატივითა და ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, ოზურგეთში გურული ველო დღეები იმართება. ტურის მონაწილე 50-მდე მოყვარულმა სტარტი ოზურგეთის თეატრალური მოედნიდან ბახმაროს მიმართულებით აიღო. ტური გაგრძელდება გომის მთაზე.
სამდღიანი ღონისძიების მიზანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ველოსპორტის პოპულარიზაციაა.